რა არის ClubCard?
ClubCard-ი არის საკლუბო ბარათი, რომლის მეშვეობითაც კლუბის წევრები სარგებლობენ განსხვავებული მიმართულების მქონე ობიექტებში უპრეცენდენტო პრივილეგიებით. კლუბი სრულად მოიცავს კვების ინდუსტრიას (რესტორანი, კაფე, ბარი და ა.შ.), გამაჯანსაღებელ და ფიტნეს ცენტრებს, სილამაზის სალონებს, ბავშვთა დაბადების დღის თუ გასართობ ცენრებს, სასტუმროებსა და სხვა.

ობიექტების ძირითადი ნაწილი მდებარეობს ქალაქ თბილისში. თუმცა ძალიან მალე მოვიცავთ საქართველოს ყველა რეგიონს, მათ შორის საკურორტო ზონის სასტუმროებსა და კვების ობიექტებს.

ClubCard ერთადერთი ბარათია საქართველოში, რომელიც საშუალებას იძლევა დაზოგოთ რეალური თანხა, ვინაიდან წევრები სარგებლობენ ექსკლუზიური ფასდაკლებების სერვისით.

1) უპრეცენდენტოდ მაღალი ფასდაკლება:
  • კლუბის წევრებისთვის ფასდაკლების ქვედა ზღვარია 20% თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 25% და 30% -იანი ფასდაკლებით ისეთ ობიექტებში, რომლებიც გამოირჩევიან მომსახურების მაღალი ხარისხით.
  • ჩვენთან ფასდაკლებები უკვე დაგროვილი გაქვთ და იგი არასდროს დაიწევს.

2) ფასდაკლება ვრცელდება საერთო დანახარჯზე და სრულ სერვისზე.
  • როდესაც ჩამოთვლილ კვების ობიექტებში მოითხოვთ ანგარიშს, ClubCard-ის წარდგენის შემდგომ საერთო დანახარჯს აკლდება ის პროცენტი, რომელიც მოქმედებს იმ კონკრეტულ ობიექტზე. ფასდაკლება მოიცავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მენიუს ან კერძს, არამედ სრულ სერვისს, მომსახურების გადასახადის ჩათვლით.

3) არანაირი შეზღუდვა!

კლუბის წევრები არ არიან შეზღუდულები:
  • დანახარჯის რაოდენობაში
  • სტუმრების რაოდენობაში
  • ვიზიტების რაოდენობაში

4) ერთწლიანი ვადა
  • ბარათი მოქმედია შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში. ჩვენი კლუბის წევრს ჩამოთვლილი ობიექტებიდან შეუძლია ესტუმროს მისთვის სასურველ ობიექტს და გამოიყენოს საკლუბო ბარათი იმდენჯერ რამდენჯერაც მოისურვებს.

5) მომსახურეობა
  • ჩამოთვლილ ობიექტებში კლუბის წევრი ყოველთვის იქნება განსხვავებული და სასურველი სტუმარი.

6) ობიექტების მზარდი ნუსხა
  • ობიექტების შერჩევა ხდება კლუბის წევრების აქტიურობით და მათი სურვილების გათვალისწინებით
  • ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში, კლუბის წევრები ინფორმაციას იღებენ SMS-ებით, ვებგვერდიდან და სპეციალური ანდროიდ-აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც შეიქმნა კლუბის წევრთათვის, ნავიგაციის გამარტივების მიზნით.

7) ლოიალური დამოკიდებულება
  • ჩვენი კომპანიის მთავარი ამოცანა და საზრუნავია კლუბის წევრების კომფორტი და კმაყოფილება.