პირობები და ხელშეკრულება
წინამდებარე პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას თქვენსა და შპს “ახალი ურთიერთობების კლუბი”-ს შორის, რომელიც დადებულად ითვლება თქვენს მიერ:
  • ბარათის განაცხადზე ხელმოწერით
  • წინამდებარე პირობებზე ელექტრონულად თანხმობის გამოხატვით
  • კომპანიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრში, ან მომსახურების ცენტრში მონაცემთა რეგისტრაციის გავლით
  • ნებისმიერი ელექტრონული არხის მეშვეობით მონაცემების დარეგისტრირებით ან
  • კომპანიის მიერ წარმოებულ წამახალისებელ გათამაშებაში ნებისმიერი სახით მონაწილეობით.

წინამდებარე ხელშეკრულების დადებით ადასტურებთ თქვენს ნებას ClubCard-ის ბარათის გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ ფასდაკლებებს, რაც მოგცემთ საშუალებას მიიღოთ ნივთი ან/და მომსახურება ფასდაკლებით და დაზოგოთ თანხა.

ხელშეკრულების დადებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე პირობებს და ეთანხმებით მათ.